ზელენსკი ფიქრობს, რომ ტრამპი პუტინთან "დაახლოებას ცდილობს"

24.10.26 16:15
ზელენსკი ფიქრობს, რომ ტრამპი პუტინთან "დაახლოებას ცდილობს"

ვოლოდიმირ ზელენსკი ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან "დაახლოებას ცდილობს" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, მათ საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვთ, დიახ. არ ვიცი, სწორია ეს თუ არა, რადგან პუტინთან მეგობრობა თუ არმეგობრობა მისი პირადი გადაწყვეტილებაა“, -აღნიშნა ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში უკრაინამ აშშ-ისგან „პატრიოტის“ (Patriot) სისტემის მხოლოდ 24 რაკეტა მიიღო, მაშინ როცა მას გაცილებით მეტი სჭირდება.

ზელენსკიმ ასევე უპასუხა კითხვას - "შეურაცხყოფილად გრძნობს თუ არა თავს აშშ-ის მხრიდან ბრალდებების გამო, რომ საკმარისად მადლიერი არ არის".

„რა თქმა უნდა, მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, უბრალო ადამიანი ვარ, შესაძლოა, პუტინის მსგავსი დიდი ჰუმანისტი არ ვარ, მაგრამ ძალას არ ვიშურებ“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.