ალბანეთში ანტისამთავრობო აქცია შეტაკებებში გადაიზარდა
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა.
Reuters-ის ინფორმაციით, 24 ოქტომბერს გამართული აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესასვლელთან ცეცხლი გააჩინეს. დემონსტრანტების დასაშლელად სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
საპროტესტო გამოსვლებს სტუდენტები ხელმძღვანელობენ. დემონსტრანტები ხელისუფლების სავარაუდო კორუფციას, უმუშევრობასა და განათლების დაბალ ხარისხს აპროტესტებენ.
სტუდენტური პროტესტი ტირანის ცენტრალურ ნაწილში დაიწყო და ოქტომბრის განმავლობაში ალბანეთის სხვა ქალაქებშიც გავრცელდა.