რუსული ძალები ოდესის რეგიონში საწარმოს თავს დაესხნენ
რუსულმა ძალებმა ოდესის რეგიონში კერძო სამრეწველო საწარმოს და ავტოფარეხის კოოპერატივს რამდენჯერმე შეუტიეს - ინფორმაციას "პრავდა" ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, თავდასხმის ადგილზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ცნობისთვის, წინა დღეს რუსებმა უკრაინის ოთხ ქალაქში მდებარე Epicenter ქსელის სავაჭრო ცენტრები დაბომბეს.