ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია 2027 წლის 29 იანვრამდე გაახანგრძლივა

26.10.26 22:36
ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია 2027 წლის 29 იანვრამდე გაახანგრძლივა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია 2027 წლის 29 იანვრამდე გაახანგრძლივა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ზელენსკიმ საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გაგრძელების შესახებ კანონებს ხელი მოაწერა.

კანონები 31 ოქტომბრიდან 90 დღით გახანგრძლივდება. მანამდე, კანონებს მხარი უკრაინის უმაღლესმა რადამ დაუჭირა.

საომარი მდგომარეობის გაგრძელების შესახებ კანონპროექტს მხარი 293-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მობილიზაციის გაგრძელების შესახებ კანონპროექტს ხმა 281-მა დეპუტატმა მისცა.