პუტინი მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ირანის პრეზიდენტს მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა.
შეხვედრა მოსკოვში, „გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის“ ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრის შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები რუსეთისთვის შეშფოთების საგანია.
პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ რეგიონში ვითარება დადებითად განვითარდება.
„ჩვენ ახლახან განვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება. რა თქმა უნდა, ეს შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ ჩვენში, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენში, რადგან ირანთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ჩვენ მეზობლები ვართ. ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს და ვცდილობთ, ყველა მათგანი განვახორციელოთ. იმედი გვაქვს, რომ მოვლენები დადებითად განვითარდება“, – განაცხადა პუტინმა.