დანით შეიარაღებული მოზარდი ბელგრადში, ისრაელის საელჩოსთან, დაცვის თანამშრომელს თავს დაესხა

28.10.26 12:01
 დანით შეიარაღებული მოზარდი ბელგრადში, ისრაელის საელჩოსთან, დაცვის თანამშრომელს თავს დაესხა

ბელგრადში, ისრაელის საელჩოსთან, არასრუწლოვანი დაცვის თანამშრომელს დანებით დაესხა თავს - ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

ბელგრადის პოლიციის თანახმად,  თავდამსხმელს ორი დანა ჰქონდა, რითაც ჟანდარმერიის წევრს თავს დაესხა და არაბულად ალაჰუ აკბარს, ანუ „ღმერთი დიდია“ შესძახა.

შინაგან საქმეთა მინისტრის დაჩიჩის ცნობით, პოლიციელმა, რომელიც სახეში მსუბუქად იყო დაჭრილი, თავდამსხმელი თავდაცვის მიზნით მოკლა.

დაჩიჩის თქმით, თავდამსხმელი, სავარაუდოდ, სერბეთის დასავლეთით მდებარე ქალაქ საბაციდან იყო.