ბულგარეთის სანაპიროსთან ბერძნულ სატვირთო გემზე საზღვაო დრონებით თავდასხმა მოხდა

29.10.26 09:59
ბულგარეთის სანაპიროსთან ბერძნულ სატვირთო გემზე საზღვაო დრონებით თავდასხმა მოხდა

შავ ზღვაში, ბულგარეთის სანაპიროსთან, საზღვაო დრონები ბერძნულ სატვირთო გემს დაესხნენ თავს.

ინციდენტი ქალაქ შაბლას სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 21 საზღვაო მილის (დაახლოებით 39 კილომეტრის) დაშორებით მოხდა.

როგორც ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა, დიმიტარ სტოიანოვმა ბრიფინგზე განაცხადა, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემს სამი დრონი ბულგარეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში მოხვდა.

სამინსიტროს ინფორმაციით, ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ოპერაცია ჩაატარეს იმ გემის ეკიპაჟის გადასარჩენად, რომელიც რუმინეთის ქალაქ კონსტანცისკენ მიემართებოდა. გემის ეკიპაჟის 18-ვე წევრი ევაკუირებულია.

ბულგარეთის რადიოს ცნობით, სატვირთო გემი ისრაელის პორტ ჰაიფიდან მიემართებოდა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ დგას თავდასხმის უკან.

მსგავსი სიახლეები