რუსებმა დნეპრში მატარებელს დაარტყეს - დაიღუპა 13 ადამიანი

29.10.26 14:49
რუსებმა დნეპრში მატარებელს დაარტყეს - დაიღუპა 13 ადამიანი

რუსულმა ძალებმა რეაქტიული დრონით დნეპრის რკინიგზის სადგურის პლატფორმის მახლობლად მყოფ სამგზავრო მატარებელ „დნიპრო - ზაპოროჟიეს“ დაარტყეს.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე, 5 დაშავდა.

რუსული ძალების თავდასხმის ადგილზე მაშველები, ექიმები და სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ.