თურქეთის პოპულარულ ტურისტულ ადგილას კლდის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა
კაპადოკიაში, გორემეს რეგიონში დიდი ვულკანური წარმოშობის კლდოვანი წარმონაქმნის ნაწილის ჩამოშლის შედეგად, სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ხუთი დაშავდა - ინფორმაციას BBC ადგილობრივ მედიაზე დატრდნობით წერს.
კიდევ ერთი გამოცემა independent-ი კი სამ დაღუპულზე წერს. შემთხვევა დღეს 29 ოქტომბერს დღის მეორე ნახევარში მოხდა.
გუბერნატორ ჰუსეინ ქოქის თქმით, ჩამოშლა ობიექტის შესასვლელთან, ავტოსადგომის მახლობლად მოხდა და სავარაუდო მიზეზად ბოლო დროის ძლიერი წვიმები დასახელდა.
გუბერნატორის განცხადებით, სამი დაღუპულიდან ორი თურქეთის მოქალაქე იყო.
თურქეთის იუსტიციის მინისტრმა აქინ გურლექმა განაცხადა, რომ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.
ხუთშაბათს თურქეთში რესპუბლიკის დღის ეროვნული დღესასწაული აღინიშნებოდა, რის გამოც ტერიტორიაზე განსაკუთრებით ბევრი დამსვენებელი იმყოფებოდა.