თუ ტრამპი “დიდი ოცეულის“ სამიტზე პუტინს მიიწვევს, მაშინ იქ ზელენსკიც უნდა იყოს - მერცი
თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გადაწყვეტს, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტზე მიიწვიოს და უკრაინის საკითხიც დაისვას, უკრაინაც უნდა დაესწროს.
ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ბერლინში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„თუ პრეზიდენტი ტრამპი რუსეთის პრეზიდენტის მიწვევას გადაწყვეტს, მაშინ უკრაინაზე უნდა ვისაუბროთ. ხოლო თუ უკრაინაზე უნდა ვისაუბროთ, მაშინ უკრაინის პრეზიდენტი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
ცნობისთვის, „დიდი ოცეულის“ ლიდერების სამიტი მაიამიში, 14-15 დეკემბერს გაიმართება.