მელანია ტრამპმა ზელენსკის და პუტინს წერილი მისწერა

05.11.26 21:36
მელანია ტრამპმა ზელენსკის და პუტინს წერილი მისწერა

აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა თეთრ სახლში უკრაინული და რუსული დელეგაციების მიღების დროს განაცხადა, რომ მან ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინისთვის პირადი წერილები დაწერა. 

  • შეხვედრას უკრაინის მხრიდან ესწრებოდნენ ფრაქციის “ხალხის მსახურის” ხელმძღვანელი, დავით არახამია და ომბუდსმენი დმიტრო ლუბინეცი. რუსეთის მხრიდან - პუტინის წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი და ომბუდსმენი იანა ლანტრატოვა.

“დღეს პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის მივწერე, პირადი წერილებით მივმართე. მსურს, რომ თქვენ გადასცეთ ეს წერილები თქვენს ლიდერებს, ეს ჩემს პირად თხოვნად ჩათვალეთ ”, - განაცხადა მელანია ტრამპმა.

 ტრამპმა  იმედი გამოთქვა, რომ ქალაქ ოლეშკიში (ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილი) ჩატარებული ჰუმანიტარული ოპერაცია წინაპირობა გახდება უფრო ფართო მშვიდობისთვის.