ტრამპი UFC-ის ხელმძღვანელს თეთრი სახლის პრესმდივნობას სთავაზობს

08.11.26 10:49
ტრამპი UFC-ის ხელმძღვანელს თეთრი სახლის პრესმდივნობას სთავაზობს

დონალდ ტრამპს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობაზე UFC-ის ხელმძღვანელის, დანა უაითის დანიშვნა სურს. აშშ-ის პრეზიდენტმა შესაბამისი შეთავაზება სოციალურ ქსელ Truth Social-ში გაავრცელა და უაითს მოუწოდა, თანაშემწეებად ცნობილი მებრძოლები, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებიც, მიიყვანოს.

ტრამპის მიერ დასახელებულ სპორტსმენებს შორის არიან ხაბიბ ნურმაგომედოვი, ისლამ მახაჩევი, ჯასტინ გეიჯი, დანიელ კორმიე, ამანდა ნუნიესი და კეილა ჰარისონი.

„ეს ადამიანები გვჭირდება შეშლილი მემარცხენეებისგან თავის დასაცავად. დანა შეუდარებელი პრესმდივანი იქნება. გთხოვ, დათანხმდი ამ სამუშაოს!“ - წერს ტრამპი.

დანა უაითმა განაცხადა, რომ ორშაბათს, 9 ნოემბერს, პრეზიდენტთან შეხვედრას გეგმავს. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა ის შეთავაზებას. ამასთან, მედიის ნაწილი ტრამპის განცხადებას ხუმრობადაც განიხილავს