თურქეთში, ფოლადის ქარხანაში მომხდარი აფეთქების დროს დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა

09.11.26 22:43
თურქეთში, ფოლადის ქარხანაში მომხდარი აფეთქების დროს დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა

თურქეთში, იზმირის პროვინციის ალიაგას რაიონში მდებარე Habas-ის ფოლადის ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა.

ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაშავებულია 13 ადამიანი, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

იზმირის გუბერნატორის, სულეიმან ელბანის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ნანგრევებში ოთხი ადამიანია მოყოლილი. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

აფეთქება ქარხანაში დღეს, შუადღის საათებში მოხდა.

ერდოღანის განცხადებით, ინციდენტის გამომწვევ მიზეზებსა და შესაძლო პასუხისმგებელი პირების ვინაობას გამოძიება დაადგენს.