ისრაელმა 7 ოქტომბრის თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორის ლიკვიდაცია განახორციელა

15.11.26 16:07
ისრაელმა 7 ოქტომბრის თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორის ლიკვიდაცია განახორციელა

ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ ერთ-ერთი მაღალი რანგის მეთაური, სამირ აბუ იუნისი მოკლეს, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად სახელდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

53 წლის სამირ აბუ იუნისი „ჰამასის“ შეიარაღებული ფრთის, „ალ-ყასამის ბრიგადების“ რაფაჰის დანაყოფს ხელმძღვანელობდა. ის 14 ნოემბერს, ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, ხან-იუნისის ალ-მავასის რაიონში განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა.

იუნისის დაღუპვა დაადასტურა როგორც ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობამ, ისე თავად „ჰამასმა“. დაჯგუფების განცხადებით, აბუ იუნისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთაური იყო, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმის დაგეგმვასა და ხელმძღვანელობაში მონაწილეობდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, აბუ იუნისი თავდასხმებს ხელმძღვანელობდა ისრაელელი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ და მონაწილეობდა „ჰამასის“ სამხედრო შესაძლებლობების აღდგენაში.

ისრაელის არმიის ცნობით, ოპერაციის დროს სამოქალაქო მოსახლეობისთვის ზიანის შესამცირებლად სპეციალური ზომები მიიღეს. ადგილობრივი მედიკოსების ინფორმაციით, დარტყმის შედეგად სხვა ადამიანებიც დაშავდნენ.

მსგავსი სიახლეები