ისტორიაში პირველად, რუსეთის, აშშ-ის და ჩინეთის პრეზიდენტების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება
ქალაქი შენჭენი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ისტორიაში პირველად, დღეს რუსეთის, ამერიკის და ჩინეთის პრეზიდენტების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.
პუტინი და ტრამპი უკვე ჩინეთში არიან, ისინი მონაწილეობას იღებენ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტში.
სამმხრივი შეხვედრის დაწყებამდე განცხადება გააკეთა დონალდ ტრამპმა. ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ მოუთმენლად ელის ამ შეხვედრის დაწყებას.