პეტერ მადიარი უკრაინაში ჩავიდა

24.11.26 20:28
პეტერ მადიარი უკრაინაში ჩავიდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი უკრაინაში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

უკრაინული მედიისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა ზაკარპატიის ოლქის ქალაქ უჟგოროდში გაიმართა.

ვიზიტის დაწყებისას ორი ქვეყნის ლიდერებმა უჟგოროდში დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს.

„პეტერ მადიართან ერთად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის რანგში მისი უკრაინაში პირველი ვიზიტი უჟგოროდში დაღუპული ჩვენი ჯარისკაცების ხსოვნის პატივის მიგებით დავიწყეთ. ჩვენ ვაფასებთ ამ პატივისცემას იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც უკრაინის დამოუკიდებლობისთვის თავი გაწირეს,“ — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.