პოროშენკო თავისუფალია - ექსპრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიებად პირადი ვალდებულება დაეკისრა

კიევის სასამართლომ ექსპრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს აღკვეთის ღონისძიებად პირადი ვალდებულება შეურჩია. ის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსეი სოკოლოვმა ცოტა ხნის წინ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ პეტრო პოროშენკო უკრაინის პროკურატურამ დამნაშავედ სცნო. საქმე სეპარატისტულ რეგიონებთან ეკონომიკურ თანამშრომლობას ეხება, რის გამოც მას ბრალი სამშობლოს ღალატის მუხლით წარუდგინეს. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი სამშობლოში 17 იანვარს ჩაფრინდა.