ხმაური კიევის სასამართლოსთან - პოროშენკოს მხარდამჭერები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ
კიევის სასამართლოსთან, სადაც უკრაინის ექსპრეზიდენტის პროცესი მიმდინარეობდა, პოროშენკოს მხარდამჭერებსა და სამართალდამცვეელბს შორის დაპირისპირება მოხდა. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ერთი სამართალდამცველი და ერთი მომიტინგე დაშავდა.
აქციის მონაწილეები ადგილზე პეტრო პოროშენკოს გასამართლებას აპროტესტებდნენ.
უკრაინის სასამრთლომ დღევანედლ სასამართლო სხდომაზე პეტრო პოროშენკოს აღკვეთის ღონისძების სახით პირადი პასუხისმგებლობა შეურჩია. გადაწყვეტილება მოსამასრთლე ალექსეი სოკოლოვმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ პეტრო პოროშენკო უკრაინის პროკურატურამ დამნაშავედ სცნო. საქმე სეპარატისტულ რეგიონებთან ეკონომიკურ თანამშრომლობას ეხება, რის გამოც მას ბრალი სამშობლოს ღალატის მუხლით წარუდგინეს. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი სამშობლოში 17 იანვარს ჩაფრინდა.