რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე გაკეთებული განცხადების შემდეგ გერმანიის ვიცე-ადმირალი გადადგა

23.01.22 09:47
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე გაკეთებული განცხადების შემდეგ გერმანიის ვიცე-ადმირალი გადადგა

გერმანიის ვიცე-ადმირალმა კაი-აჰიმ შუნბახმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ გერმანული მედია იტყობინება. 

მომხდარს წინ ვიცე-ადმირალის განცხადება უძღოდა, რომელიც უკრაინისა და რუსეთს შორის კონფლიქტს შეეხებოდა. შუნბახმა თქვა, რომ "უკრაინა ყირიმს ვერასდროს დაიბრუნებს". 

მის ამ განცხადებას მალევე გაემიჯნა ოფიციალური ბერლინი. თავდაცვის სპიკერის განცხადებით, აღნიშნული ბერლინის  ბერლინის პოზიციას არ წარმოადგენს. 

გერმანული მედიის ცნობით, გადადგომამდე შუნბახმა შეცდომა აღიარა და თქვა, რომ "გაუაზრებელი განცხადება" გააკეთა.