კრემლი უკრაინაში პრორუსი ლიდერი დაყენებას გეგმავს - დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყება

23.01.22 10:53
კრემლი უკრაინაში პრორუსი ლიდერი დაყენებას გეგმავს - დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყება

გაერთიანებული სამეფოს ინფორმაციით, რუსეთის მთავრობა კიევში პრორუსი ლიდერის დაყენებას გეგმავს, რადგან ის განიხილავს უკრაინაში შეჭრას და ოკუპაციას. ამის შესახებ CNN იუწყება.

ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისში აღნიშნეს, რომ პოტენციურ კანდიდატად ყოფილი უკრაინელი დეპუტატი ევგენი მურაევი განიხილება.

ბრიტანეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რუსეთის სადაზვერვო სამსახურები კავშირს უამრავ უკრაინელ ყოფილ პოლიტიკოსთან ინარჩუნებენ.

„ზოგიერთ მათგანს აქვს კონტაქტი რუსეთის დაზვერვის ოფიცრებთან, რომლებიც ამჟამად ჩართული არიან უკრაინაზე თავდასხმის დაგეგმვაში“, - ნათქვამია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლიზ ტრასის თქმით, რუსეთის ნებისმიერი სამხედრო შეჭრა უკრაინაში მათი მხრიდან  უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა იქნება.

„რუსეთმა უნდა მოახდინოს დეესკალაცია, შეწყვიტოს აგრესიისა და დეზინფორმაციის კამპანია და დიპლომატიური გზა აირჩიოს“, - თქვა მაღლჩინოსანმა.