"გვეუბნებიან რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთობის დღედ ვაქცევთ" - ზელენსკის გაფრთხილება

"გვეუბნებიან რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთობის დღედ ვაქცევთ, შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოეწერა" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდომირ ზელენსკიმ საგანგებო ვიდეომიმართვისას ისაუბრა.
მან ქვეყნის მოსახლოებას სთხოვა რუსეთის შეჭრას ეროვნული დროშებით დახვდნენ:
ამ დღეს ჩვენ ეროვნულ დროშებს გამოვფენთ, გაბიკეთებთ ლურჯ და ყვითელ ლენტებს და ჩვენ ერთიანობას მთელ მსოფლიოს დავანახებთ. ჩვენ ერთი დიდი ევროპული მისწრაფება გვაქვს. გვინდა თავისუფლება და მზად ვართ ვიბრძოლოთ. ამ ომში დაღუპული 14 000 დაღუპული დამცველი და მშვიდობიანი მოქალაქე ციდან გვიყურებს და არ ვუღალატებთ მათ"- თქვა პრეზიდენტმა.
ამასთან მისი თქმით, დღეს თითოეული უკრაინელი გადის გამოცდას მოქალაქეობაზე. ზელენსკიმ ყველა უკრაინელს, რომელმაც ქვეყნა დატოვა, დაბრუნებისკენ მოუწოდა.
"დღეს თითოეული გადის ნამდვილ გამოცდას უკრაინის მოქალაქეობაზე. გაიარეთ ის ღირსეულად. ყველამ გაიგოს, რომ ვისთვის არის უკრაინა სამშობლო და ვისთვის ფულის მოედანი" - დასძინა ზელენსკიმ.