რუსეთი ირწმუნება, რომ უკრაინის საზღვართან მყოფი ჯარები მუდმივი განლაგების პუნქტებს უბრუნდებიან

15.02.22 14:50
რუსეთი ირწმუნება, რომ უკრაინის საზღვართან მყოფი ჯარები მუდმივი განლაგების პუნქტებს უბრუნდებიან

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ უკრაინის საზღვართან მყოფი ჯარები წვრთნების დასრულების შემდეგ მუდმივი განლაგების პუნქტებს დაუბრუნდებიან.  გენერალ-მაიორ იგორ კონაშენკოვის განცხადებით, სამხრეთ და დასავლეთის სამხედრო ოლქების ზოგიერთმა ქვედანაყოფმა დაასრულა წვრთნები და ბაზაზე დაბრუნება უკვე დაიწყო.

სამხრეთ და დასავლეთის სამხედრო ოლქების ქვედანაყოფებმა, რომლებმაც დაასრულეს თავიანთი ამოცანები, უკვე დაიწყეს სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის დატვირთვა და დღესვე დაიწყებენ გადაადგილებას სამხედრო გარნიზონებისკენ", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტმა გუშინ დააანონსა, რომ რუსეთის თავდასხმას უკარიანა ხვალ 16 თებერვალს უნდა ელოდოს.

მსგავსი სიახლეები