მზად ვართ, გავცეთ გადამწყვეტი პასუხი რუსეთს, თუ ის უკრაინაზე განახორციელებს შეტევას, ამის შანსი ჯერ კიდევ დიდია - ბაიდენი

"ჩვენ მზად ვართ, გავცეთ გადამწყვეტი პასუხი რუსეთს, თუ ის უკრაინაზე განახორციელებს შეტევას, რისი შანსიც ჯერ კიდევ დიდია", – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ჩემი ადმინისტრაცია უწყვეტ დიპლომატიურ პროცესშია ჩართული. ამ კვირაში ისევ ვესაუბრე პრეზიდენტ პუტინს, რათა კიდევ ერთხელ მეთქვა, რომ ჩვენ მზად ვართ მივდიოთ მაღალი დიპლომატიის გზას. მე და პუტინი შევთანხმდით, რომ ჩვენი გუნდები ამ მიმართულებით გააგრძელებდნენ მუშაობას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად. გუშინ რუსეთის მთავრობამ საჯარო შეთავაზება გააკეთა, რომ გაგრძელდეს დიპლომატიის გზა. მე ვეთანხმები, ჩვენ დიპლომატიას ყველა შანსი უნდა მივცეთ, რომ ეს გზა წარმატებული იყოს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მაგიდაზე დადო კონკრეტული იდეები ევროპაში უსაფრთხოების გარემოს დასამკვიდრებლად. ჩვენ ვთავაზობთ შეიარაღების კონტროლის ახალ ზომებს, ახალ გამჭირვალე ზომებს, ახალ სტრატეგიული სტაბილურობის ზომებს. ეს ზომები ეხება ყველა მხარეს, ნატო-ს მოკავშირეებს და რუსეთს“, – განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენმა აღნიშნა, რუსეთს 150 ათასი ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული უკრაინის საზღვართან და შეჭრა კვლავ შესაძლებელია.