ვერავინ დაიცავს სამშობლოს ისე, როგორც ჩვენი ერთიანობა - ზელენსკის მიმართვა უკრაინელ ხალხს

16.02.22 12:37
ვერავინ დაიცავს სამშობლოს ისე, როგორც ჩვენი ერთიანობა - ზელენსკის მიმართვა უკრაინელ ხალხს

"ვერავინ დაიცავს სამშობლოს ისე, როგორც ჩვენი ერთიანობა", უკრაინის  პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას ერთიანობის დღე მიულოცა და  ვიდეომიმართვა გაავრცელა.

"დიდებულო ხალხო, დიდებული ქვეყნის, დილა მშვიდობისა! დღეს მნიშვნელოვანი დღეა - დღე ჩვენი, ყველას ერთიანობის. ჩვენ განსხვავებულები ვართ, განსხვავებული ასაკის, განსხვავებული სქესის, სხვადასხვა ქალაქიდან, სხვადასხვა რეგიონიდან, სხვადასხვა პროფესიის, სხვადასხვა ნიჭის, სხვადასხვა ცოდნის, ენების, რელიგიის. მაგრამ ჩვენ ერთი სურვილი გვაერთიანებს: ვიცხოვროთ მშვიდად, ბედნიერად, ერთ ოჯახად, ბავშვებთან ერთად, მშობლებთან ერთად.

და ჩვენ ამ ყველაფრის ყველანაირი უფლება გვაქვს, რადგან ჩვენ სახლში ვართ, ჩვენ უკრაინაში ვართ და ვერავის ეყვარება ჩვენი სახლი ისე, როგორც ჩვენ გვიყვარს. და არავის სხვას, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი სახლი ერთად.

გილოცავთ ერთიანობის დღეს, ლურჯ-ყვითელი, ბედნიერ ერთიანობის დღე, უკრაინა! აღმოსავლეთი, დასავლეთი, სამხრეთი, ჩრდილოეთი მხოლოდ ერთად ჟღერენ და ძლიერად ჟღერენ" - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.