დაუწესონ პერსონალური სანქციები მოძალადე მტერს - რადას დეპუტატები ზელენსკის მიმართავენ
უკრაინული რადას დეპუტატები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რუსი დეპუტატებისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას თხოვენ. მათი მოთხოვნით, სანქციები იმ დეპუტატებს უნდა დაუწესდეთ, რომლებმაც უკრაინის ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარეს. ამის შესახებ რადას სხდომაზე ირინა გერაშენკომ ვრცლად ისაუბრა. გერაშენკომ ზელენსკის უსაფრთხოების კომიტეტის შექმნისკენაც მოუწოდა.
30 წლის წინ დაინგრა საბჭოთა კავშირი იმიტომ, რომ ჩვენს ხალხს სურდა თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ 30 წელი უკრაინა ცდილობს დემოკრატიული ფასეულობების შენარჩუნებას ჩვენი მტერი მაინც ცდილობს ხელი შეუშალოს, ჩემი თხოვნა იქნება პრეზიდენტ ზელენსკისთან, ძალიან სწრაფად შექმნას უსაფრთხოების კომიტეტი და იზრუნოს ჩვენი საზღვრების გაძლიერებაზე. ასევე მინდა ვთხოვო უცხოელ პარტნიორებს, დაუწესონ პერსონალური სანქციები მოძალადე მტერს, დუმას იმ დეპუტატებს, ვინც ხმა მისცა დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას. მინდა მივმართო საპარლამენტო ასამბლეას დაუწესდეს სანქციები რუსულ დელეგაციას", - განაცხადა ირინა გერაშენკომ.
რადას სხდომაზე დღეს სოლიდარობის ნიშნად მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ლიეტუვის დელეგაციამ უკრაინის მხარდამჭერ პერფორმანსში მიიღო მონაწილეობა. მათ სხდომათა დარბაზში უკრაინის დროშები გადმოფინეს.