რუსეთს შეუძლია არჩევანი გააკეთოს ომსა და დიპლომატიას შორის - მიშელი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, რუსეთმა ომსა და დიპლომატიას შორის არჩევანი უნდა გააკეთოს.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთის უპრეცედენტო სამხედრო ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას ევროპაში.
"ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსეთმა აჩვენა, რომ შესაძლოა ღია იყოს დიპლომატიის მიმართ და ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გადადგას კონკრეტული და ხელშესახები ნაბიჯები დეესკალაციისკენ, რადგან ეს არის პირობა გულწრფელი პოლიტიკური დიალოგისთვის.
არჩევანი დღეს არის არჩევანი ომსა და ტრაგიკულ მსხვერპლშეწირვა რომელიც ომს მოსდევს, ან გამბედაობა პოლიტიკური ჩართულობის, გამბედაობა დიპლომატიური მოლაპარაკების", - თქვა მიშელმა.