რუსეთის საგარეო უწყების მტკიცებით, ანექსირებული ყირიმიდან რუსეთს სამხედრო ძალების ნაწილი გაჰყავს
ანექსირებული ყირიმიდან რუსეთს სამხედრო ძალების ნაწილი გაჰყავს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ანექსირებული ყირიმში სამხედრო წვრთნები დაასრულა.
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ანექსირებულ ყირიმში სამხედრო მანევრებისთვის გადასროლილი სამხრეთის სამხედრო ოლქის ქვედანაყოფები მუდმივი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდებიან.
სამხრეთ სამხედრო ოლქის ქვედანაყოფებმა, რომლებმაც დაასრულეს თავიანთი ამოცანები, როგორც დაგეგმილი ტაქტიკური წვრთნების ნაწილი ყირიმის ნახევარკუნძულის ერთობლივი შეიარაღების საწვრთნელ მოედანზე, დილით მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნება დაიწყეს.
კოლონის მარშრუტის ნაწილი – 500 კმ-ზე მეტი სიგრძით – ტავრიდას გზატკეცილის მონაკვეთზე, ქერჩის სრუტეზე ყირიმის ხიდის გასწვრივ გადის”, - აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.