ვერ ვხედავთ რუსული ჯარის უკრაინის საზღვრებიდან გასვლას, ვხედავთ მათ ზრდას - სტოლტენბერგი

16.02.22 17:16
ვერ ვხედავთ რუსული ჯარის უკრაინის საზღვრებიდან გასვლას, ვხედავთ მათ ზრდას - სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსში რუსეთის ძალების უკრაინის საზღვრებიდან გასვლას ვერ ხედავენ.

რუსეთის ძალების არანაირი გასვლა არ გვინახავს. და რა თქმა უნდა, ეს წინააღმდეგობაში მოდის დიპლომატიური მცდელობის მესიჯებთან. რასაც ვხედავთ არის, რომ მათ გაზარდეს სამხედროების რიცხვი და მეტი ჯარისკაცი გზაშია. ჯერჯერობით, დეესკალაცია არაა",-  ამბობს სტოლტენბერგი. 

სტოლტენბერგის თქმით, ტანკების გადაადგილების ნახვა, არ ნიშნავს, რომ ჯარები მართლაც გაყვანილია. 

თუ ისინი მართლა დაიწყებენ ჯარების გაყვანას, ეს ისაა, რასაც მივესალმებით. მათ ძალები მუდამ გადაჰყავდათ წინ და უკან, მხოლოდ ძალების, ტანკების გადაადგილების დანახვა არ ადასტურებს  რეალურ გაყვანას", – აღნიშნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა.