ჩვენს სანქციებს შეუძლიათ ძალიან მტკივნეულად დაარტყან რუსეთს და კრემლმა ეს იცის - ურსულა ფონ დერ ლეინი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეინმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ უკრაინის კრიზისი მთავარი გაკვეთილი ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებაა. ფონ დერ ლეიენმა აღნიშნა, რომ რუსული აგრესიის შემთხვევაში ევროკავშირმა სანქციები უნდა დააწესოს. მისი თქმით, შეიმუშავა "მტკიცე და ყოვლისმომცველი" სანქციების პაკეტი.
ჩვენი მოწოდება რუსეთისთვის არის ცხადი, არ აირჩიოთ ომი, მაგრამ ვიყოთ ფხიზლად. თუ კრემლი აირჩევს ძალადობას უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენი პასუხი იქნება ძლიერი და ერთიანი.
ჩვენ ვმუშაობდით ყველა წევრ სახელმწიფოსთან რათა შეგვემუშავებინა მტკიცე და ყოვლისმომცველი შესაძლო სანქციების პაკეტი. რუსეთის სტრატეგიული ინტერესია, მისი ცალმხრივი ეკონომიკის დივერსიფიცირება და არსებული ჩავარდნების ამოვსება, მაგრამ ამისთვის მათ სჭირდება ტექნოლოგიები, რომლებშიც გლობალური ლიდერები ჩვენ ვართ.
მაღალტექნოლოგიური ნაწილების სფეროში რუსეთი მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენს სანქციებს შეუძლიათ ძალიან მტკივნეულად დაარტყან რუსეთს და კრემლმა ეს იცის", - თქვა ფონ დერ ლეინმა.