აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად მიიღო

18.02.22 12:00
აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად მიიღო

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ხმათა უმრავლესობით მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიას გმობს. 

რეზოლუციაში წერია, რომ შეერთებული შტატები გმობს რუსეთის სამხედრო მობილიზებას უკრაინის საზღვართან. რეზოლუციას აბსოლუტური მხარდაჭერა ჰქონდა.

„კონგრესი ერთიანია უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენულობის მიმართ მხარდაჭერაში“, - განაცხადა სენატორმა რობ პორტმანმა.