დარწმუნებული ვარ, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო - ბაიდენი

19.02.22 10:12
დარწმუნებული ვარ, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო - ბაიდენი

აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა  ვლადიმერ პუტინმა უკრაინის დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო. ბაიდენის თქმით,  რუსეთი ამას მომდევნო კვირაში გეგმავს. 

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სამიზნე კიევი იქნება.

დარწმუნებული ვარ, რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები მზად ვართ დავიცვათ NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ფარგლებში. ჩვენ ასევე არ გავაგზავნით ჯარს უკრაინაში საბრძოლველად, მაგრამ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის დახმარებას...

ჩვენ გვაქვს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი, რომ რუსეთი აპირებს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციას, მომდევნო კვირებში, მომდევნო დღეებში... ჩვენ ვვარაუდობთ, რომ რუსეთის ჯარები უკრაინის დედაქალაქ კიევს დაარტყამენ, ქალაქს, სადაც 2.8 მილიონი უდანაშაულო ადამიანი ცხოვრობს", - აცხადებს ბაიდენი.