120 წამიანი სრული სიჩუმე - ისრაელში ჰოლოკოსტის მსხვერპლებს პატივს მიაგებენ

08.04.21 19:12
120 წამიანი სრული სიჩუმე - ისრაელში ჰოლოკოსტის მსხვერპლებს პატივს მიაგებენ

ისრაელის მთელს ტერიტორიაზე, დიდ ქალაქებსა და პატარა სოფლებში, ქუჩებსა და რადიოში, ტელევიზიასა და ინტერნეტპორტალებზე  2 წუთით ცხოვრება სრულიად გაჩერდა, ცარიელი მანქანები და ავტობუსები შუა ქუჩაში,  სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა შეწყდა, საწარმოებმა,  ქარხნებმა, კომპანიებმა მუშაობა გააჩერეს და ქვეყანა დუმილმა მოიცვა.
სკოლის მოსწავლეებიდან დაწყებული, მოხუცთა თავშესაფრის მობინადრეებით  დამთავრებული, ორი წუთით  ყველა ფეხზე დადგა. მხოლოდ სირენების ხმა ისმის -  ასე ტარდება "ციფრა" ისრაელში, -ჰოლოკოსტის მსხვერპლთა პატივის მიგების დღე- იუწყება გამოცემა tagesschau.

 მეორე მსოფლიო ომის დროს  3 მილიონამდე პოლონელი , 1,2 მილიონი საბჭოთა , 140 ათასი ლიტველი, 70 ათასი ლატვიელი, 560 ათასი უნგრელი, 280 ათასი - რუმინელი, 140 ათასი გერმანელი, 100 ათასი-ჰოლანდიელი, 80 ათასი - ფრანგი, 80 ათასი ჩეხი, 70 ათასი - სლოვაკი, 65 ათასი - ბერძენი, 60 ათასი - იუგოსლავიელი და ბელორუსიის  მკვიდრი 800 ათასზე მეტი ებრაელი იქნა განადგურებული. სულ ჯამში 6 მილიონი.



 

 

მსგავსი სიახლეები