ათენში ცნობილი ჟურნალისტი მოკლეს

10.04.21 14:48
ათენში ცნობილი ჟურნალისტი მოკლეს

ათენში ცნობილი ჟურნალისტი მოკლეს. გიორგოს კარაივაზი საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტს  მოტოციკლზე მჯდომი ორი შეიარაღებული პირი თავს დაესხა. მკვლელობის მოტივი უცნობია.  

ჟურნალისტი კერძო ტელეკომპანია "სტარ ტვ-ში" მუშაობდა და კრიმინალურ საკითხებს აშუქებდა.