თურქეთში რუსი ტურისტებით სავსე ავტობუსი ამოყირავდა - არის მსხვერპლი
თურქეთში, რუსი ტურისტებით სავსე ავტობუსი ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავტობუსის ამობრუნება, სავარაუდოდ, ცუდმა ამინდმა გამოიწვია. ავტობუსი მოყინულ გზაზე მოცურდა. რუსი ტურისტები კაბადოკიაში მიემგზავრებოდნენ.