ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი 2 ათასი ევროთი დააჯარიმეს

2 ათას ევროიანი ჯარიმა და სოციალურ ქსელში განთავსებული ბოდიშის წერილი- ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იმის გამო დაჯარიმდა, იუბილეზე კანონით დაშვებული 10 სტუმრის ნაცვლად 13 ადამიანი იმყოფებოდა.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, ერნა სოლბერგმა, 60 წლის იუბილე ახლობლების ვიწრო წრეში აღნიშნა.
ნორვეგიელმა კანონდამცველებმა განაცხადეს, რომ ვახშამზე სტუმრების რაოდენობამ (13) დაშვებულს (10) გადააჭარბა და იუბილარს 2000 ევროს ჯარიმა გამოუწერეს.
მსგავს შემთხვევებში ჯარიმას არ ვწერთ, მაგრამ პრემიერ-მინისტრი შეზღუდვების განხორციელებაზეა პასუხისმგებელი და ამდენად ამ შეზღუდვებისადმი ნდობის შესანარჩუნებლად მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება - განაცხადა ნორვეგიის შსს მინისტრმა.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა დანაშაული მოინანია და სოციალურ ქსელში მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.