ალექსეი ნავალნის კოლონიაში იძულებითი კვება დაუნიშნეს

12.04.21 18:33
ალექსეი ნავალნის კოლონიაში იძულებითი კვება დაუნიშნეს

რუსეთის ოპოზიციის ლიდერს, ალექსეი ნავალნის, რომელმაც კოლონიაში 31 მარტს შიმშილობა დაიწყო, იძულებით კვების რეჟიმზე გადაიყვანენ, -ასეთი გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის ქალაქ პოკროვის N 2 კოლონიის ადმინისტრაციამ, სადაც ამჟამად სასჯელს იხდის ნავალნი. ინფორმაციას ტელეკომპანია DEUTSCHE WELLE-ს რუსეთის ბიურო ავრცელებს.
რუსმა ოპოზიციონერმა შიმშილობა იმ მოტივით დაიწყო, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ადმინისტრაცია ყურადღებას არ აქცევდა, მასთან მკურნალ ექიმს არ უშვებენ.  
ნავალნიმ 2 კვირაში 15 კილო დაიკლო
.