წითელი ბარათი ბიძინა ივანიშვილს - უკრაინა პრორუსი ოლიგარქების დეოლიგარქიზაციას ითხოვს

წითელი ბარათი ბიძინა ივანიშვილს - უკრაინა პრორუსი ოლიგარქების დეოლიგარქიზაციას ითხოვს. ომში მყოფი ქვეყნის მთავრობა დასავლეთს მოუწოდებს სანქციები პრორუს ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს დაუწესდეს.
ზელენსკის თანაგუდნელი მიხეილ პოდოლიაკი იმ სკანდალურ ფაილებს ეხმიანება, რომელიც ბიძინა ივანიშვილს რუს სანქცირებულ ოლიგარქებთან კავშირში ამხელს. პოდოლიაკის თქმით, აღნიშნულმა ცხადყო, თუ რატომ არ შეუერთდა საქართველოს მტავრობა დასავლეთის სანქციებს.
საერთაშორისო გამჭვირვალობამ აჩვენა საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განხილვაზე უარის თქმის მიზეზი. რა თქმა უნდა, ადგილობრივი ცხოვრების პატრონის ივანიშვილის საქმეა. დავით არახამია მის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას ითხოვს. დეოლიგარქიზაცია ყველა პრორუს ოლიგაქრს ელის, - წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.
სკანდალური აუყდიოფაილების გამოქვეყნების შემდეგ ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ბიინა ივანიშვილის სანქცირება გარდაუვალია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება არა მხოლოდ პირადად მას, არამედ ქვეყასანაც დააზიანებს.
დღეს უკვე „ოცნება“ საფრთხის ქვეშ აყენებს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მთლიანად ქვეყანას. ეს არის დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა და უყველაზე დიდი რისკი. რაც შეეხება სანქცირების ნაწილს, ამაზე ჩვენი პოზიცია არის ძალიან ცალსახა. არ აქვს მნიშვნელობა ვინ, ნებისმიერი ადამიანი თუ ის რისკის და დასაფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის მომავალს, რა თქმა უნდა, გასაგები იქნება მისი სანქცირება, - ამბობს პარტია "საქრატველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი.
25 აპრილს ინტერნეტში აუდიოჩანაწერები გავრცელდა, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს, შორის არის საუბარი.
ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას სთხოვს.
საუბარში ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის, ალი უზდენოვის, ვიზიტს საქართველოში.