რუსეთი გავლენების გაზრდას ცდილობს - იანს სტოლტენბერგი

13.04.21 18:18
რუსეთი გავლენების გაზრდას ცდილობს - იანს სტოლტენბერგი

რუსეთი ვერ გადაწყვეტს, შევა თუ არა უკრაინა НАТО-ში - ამის შესახებ НАТО- ს გენერალურმა მდივანმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებასთან შეხვედრისას განაცხადა. იანს სტოლტენბერგი რუსეთს გავლენის სფეროების გაფართოების მცდელობაში ადანაშაულებს, -იუწყება Deutsche Welle.


როცა უკრაინა მზად იქნება, 30 სახელმწიფო გადაწყვეტს, გახდება თუ არა ის НАТО- ს წევრი. უკრაინის ნებას ვერავინ შეეწინააღმდეგება, ვერ რუსეთი. ეს მხოლოდ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შემავალი 30 ქვეყნის გადასაწყვეტია -განაცხადა იანს სტოლტენბერგმა. 

უკრაინა-НАТО-ს ერთობლივი სხდომა ოფიციალური კიევის მოთხოვნით გაიმართა. ბრიუსელში რამოდენიმე საკითხი განიხილეს. მათ შორის, რუსეთის არმიის მობილიზება უკრაინის საზღვართან და ვითარება დონბასში. 

НАТО-ს გენმდივანმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინის საზღვართან რუსული არმიის დიდი კონტიგენტის მობილიზების გამო. 

არ არის გამართლებული რუსული არმიის რიცხვის ზრდა უკრაინის საზღვართან, რუსეთმა ეს უნდა შეწყვიტოს, უნდა შეწყვიტოს პროვოკაციები და სასწრაფოდ დაიწყოს დეესკალაცია - განაცხადა იანს სტოლტენბერგმა. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში განაცხადა, რომ უკრაინას ომი არ სურს.

ჩვენ არ ვგეგმავთ არავითარ შეტევას, ან ესკალაციას, ჩვენ მზად ვართ, კონფლიქტი დიპლომატიური გზებით მოვაგვაროთ. თუმცა, რუსეთი ვერ შეძლებს ისეთ სიტუაციაში ჩაგვაგდოს, რაც 2014 წელს მოხდა. თუ რუსეთი უაზრო ქმედებებზე გადავა, ეს ძვირად დაუჯდება - განაცხადა კულებამ.

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე არ თქმულა რაიმე ღონისძიების შესახებ, რაც უკრაინას НАТО-ში გაწევრიანებას ხელს შეუწყობს. თუმცა, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი მოსკოვის მიმართ სანქციების დაწესებასა და უკრაინის თავდაცვის სფეროსთვის პირდაპირ დახმარებას გეგმავს.