კრემლი ვერ ხსნის, რა საზღვრებში გამოაცხადა ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ანექსია

03.10.22 16:46
კრემლი ვერ ხსნის, რა საზღვრებში გამოაცხადა ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ანექსია

კრემლი ვერ ხსნის, რა საზღვრებში მოახდინა რუსეთმა ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსია - დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ჯერ დადგენილი არაა ზუსტი "საზღვრები". მისი თქმით, რუსეთი კონსულტაციებს აგრძელებს.

"ნაწილობრივი დაზუსტება უკვე მოვიდა (საზღვრების საკითხზე) ნაკლებად იურიდიულ ენაზე გეტყვით. ლუგანსკი და დონეცკი არის 2014 წლის საზღვრები. ხერსონი და ზაპოროჟიე - ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ამ რეგიონების მოსახლეობასთან საზღვრებზე", - განაცხადა პესკოვმა.

ანექსიის შესახებ დოკუმენტებს ვლადიმირ პუტინმა 30 სექტემბერს მოაწერა ხელი. 

მსგავსი სიახლეები