უკრაინული ქალაქები ისევ იბომბება - პუტინმა კიევის ოლქზე იერიში ე.წ. კამიკაძე-დრონებით მიიტანა

05.10.22 11:42
უკრაინული ქალაქები ისევ იბომბება - პუტინმა კიევის ოლქზე იერიში ე.წ. კამიკაძე-დრონებით მიიტანა

ომის 224 დღეს უკრაინული ქალაქები ისევ იბომბება. პუტინი გაჩერებას არ აპირებს. 

გვიან ღამით რუსულმა არმიამ კიევის ოლქში ქალაქი ბელა ცერკვა  დაბომბა. წინასწარი ინფორმაციით, პუტინმა ე.წ. კამიკაძე-დრონები გამოიყენა. ინფორმაციას უკრაინული მხარე კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსი კულება ადასტურებს.

დაბომბვის შედეგად ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა. ხანძრის ლიკვიდაცია ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს. 

სასტიკ თავდასხმას, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავდა 1 ადამიანი.

ქალაქის მერმა ხანძრის ეპიცენტრთან მცხოვრებას მოუწოდა, რომ არ გააღონ ფანჯრები ხანძრის ლიკვიდირებამდე. 
 

მსგავსი სიახლეები