კიევზე რუსმა ოკუპანტებმა განმეორებითი სარაკეტო იერიში მიიტანეს

რუსმა ოკუპანტებმა კიევზე ახალი სარაკეტო იერიში მიიტანეს. ქალაქის მახლობლად ჰაერსაწინააღმდეგო სიტემა ამუშავდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, კირილ ტიმოშენკო, ავრცელებს.
საჰაერო თავდასხმა დილის 9 საათიდან დაიწყო, აფეთქების ხმა დნეპრის მეორე ნაპირზე ისმოდა. კიევის რამოდენიმე უბანს ელექტრომომარაგებას შეუწყდა.
სააგენტო pravda .com.ua -ს ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიშები კიევის გარდა ზაპოროჟიეს, ჟიტომირის, დონეცკისა და ნიკოლაევის მიმართულებით მიიტანეს.