უკრაინის პრეზიდენტის ოფისზე დარტყმის შემთხვევაში პუტინს მსოფლიო კრემლზე დარტყმით უნდა დაემუქროს - ზელენსკი
თუ პრუსეთი უკრაინის პრეზიდენტის ოფისს დაბომბავს, პუტინს მსოფლიო კრემლზე დარტყმით უნდა დაემუქროს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თანამოქალაქეებს ეელექტრომოწყობილობების გამოყენების შეზღუდვა სთხოვა, რათა ენერგოკრიზისი თავიდან იქნეს აცილებული.
ავიაიერიშების დროს უკრაინაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის 40% დაზიანდა.
ტერორისტების არც ეს და არც სხვა დარტყმა ჩვენს დამცველებს ვერ გააჩერებს. რუსი პროპაგანდისტები იტყუებიან, როდესაც ამბობენ, რომ თითქოს ჩვენი ინფრაქსტრუქტურის და ხალხის წინააღმდეგ ეს ტერორი შეძლებს როგორმე გაყინოს ჩვენი სამხედროების აქტიური ქმედებები ან რამე სირთულეები შეუქმნას ჩვენს დაცვას. უკრაინელები გაერთიანებულები არიან და ზუსტად იციან, რომ რუსეთს ამ ომში გამარჯვების შანსი არ აქვს. ჩვენი თავდაცვის ძალები ყოველდღიურად წინ მიიწევენ, - განაცხადა ზელენსკიმ.