უკრაინამ 19 მესაზღვრე რუსების ტყვეობიდან გაათავისუფლა

05.11.22 15:44
უკრაინამ 19 მესაზღვრე რუსების ტყვეობიდან გაათავისუფლა

კიდევ 19 უკრაინელი დაბრუნდა სახლში. მესაზღვრეები რუსების ტყვეობიდან გაათავისუფლეს.

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური Telegram-ზე იტყობინება, რომ უკრაინელები უკვე მშობლიურ მიწაზე იმყოფებიან. მათ მიიღეს ტელეფონები და შეძლეს ახლობლებთან დარეკვაც.

"ტყვეობის გრძელი თვეები დასრულდა. 19 მესაზღვრე დაბრუნდა სახლში. შემდგომში ისინი სამედიცინო შემოწმებას და რეაბილიტაციას გაივლიან. მაგრამ მთავარია, რომ ისინი ცოცხლები არიან და სახლში არიან", - ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები