"საქართველო ბიძინა ივანიშვილს აქვს დაპყრობილი" - რასა იუკნევიჩიანე
"საქართველო ბიძინა ივანიშვილს აქვს დაპყრობილი" -ამ განცხადებას "ტვ პირველთან" გავლენიანი ევროპარლამენტარი ბრიუსელში დაგეგმილ სხდომამდე 2 საათით ადრე აკეთებს.
რასა იუკნევიჩიანე პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილი არაფორმალური მმართველობით ქვეყნას აზიანებს და რომ ის პრორუსული პოლიტიკური სტილის მოთამაშეა.
ამიტომ ევროდეპუტატი ფიქრობს, რომ ახალ რეზოლუციაში ივანიშვილის რუსული კავშირების გამოკვლევა სიმართლეს გამოააშკარავებს , რადგან მისი თქმით, ევროპარლამენტში იციან, რომ "ოცნების" მართვის სტილი არა ევროპული არამედ საბჭოურია.
ევროკავშირში და ევროპარლამენტში, მიუხედავად იმისა, რომ ზოგს არ უნდათ ივანიშვილის სახელის ხსენება, იციან რა პრობლემას წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის. მას ქვეყანა აქვს დაპყრობილი, აქ აღარ არის საუბარი დემოკრატიის დონეზე. საუბარი პოლარიზაციაზე და სასამართლოს გამოყენებაზე, რომ გააჩუმონ მედია. სწორედ ამის ფუნდამენტში დგას ივანიშვილი. მისი არსებობა არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს, ის ცდილობს შექმნას ჩრდილოვანი მთავრობა.
ეს ადამიანი არის პრორუსული პოლიტიკური სტილის მომხრე. ამას კარგად ვხედავთ. როდესაც საქართველოს მთავრობა არ უჭერს მხარს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ეს იწვევს ბევრ კითხვის ნიშანს. დეოლიგაქრიზაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სადავეები მმართველი პარტიის ხელშია.
ყვითელი ბარათი არის ძალიან სწორად არჩეული სიმბოლო, იმისთვის რაც ახლა ხდება საქართველოს შემთხვევაში. მწვანე ბარათები კი ევროკავშირმა მოლდოვას და უკრაინას უჩვენა. თუ "ოცნებას" ჰგონია, რომ პრიმიტიული მანიპულაციებით რამეს გახდებიან, ძალიან ცდებიან. ვითომ არ ესმით რას ვამბობთ, იერიში მიდის ოპოზიციაზე და ევროპარლამენტარებზე. ეს არის მიუღებელი. პოლიტიკის ეს სტილი არ არის ევროპული. როდესაც თავს ესხმი პარტნიროებს, ეს არის საბჭოთა და ამჟამინდელი რუსული მართვის მეთოდი.
ზუსტად 2 საათში ბრიუსელში საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში ცვლილებებს განიხილავენ.
დეპუტატების მიერ წარდგენილ ცვლილების ინიციატივაში მოხვდა ივანიშვილის სანქცირება, მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთოების საკითხი.