ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი
ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტზე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღეს.
რეზოლუციას 47 მომხრე დ 5 წინააღმდეგი ჰყავდა, 2-მა კი თავი შეიკავა.
ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტზე ასევე მიღებულია ცვლილება, სადაც წერია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები ნიკა გვარამიას მიმართ.
შესწორებების ახალ ვერსიაში საუბარია, რომ "საქართველოს ხელისუფლებამ გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას უფლება, გაიაროს სათანადო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ ჰუმანიტარული ნიშნით და როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და განიხილოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები მედიის მუშაკებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედია საშუალებების მფლობელების ან ახლო ოჯახის წევრების წინააღმდეგ"