ხერსონელები ქუჩებიდან რუსულ სიმბოლოებს აშორებენ, ასე იქნება იმ ქალაქებში, რომლებიც ჩვენს დაბრუნებას ელოდებიან - ზელენსკი
უკრიანა მილოცვებს იღებს. დეოკუპირებულ ხერსონსში ზეიმია. ოლქის 50-ზეე მეტი დასახლებაა უკვე თავისუფალია. მთელი ღამის განმავლობაში ხალხი ქუჩებში იყო და უკრიანის სახელმწიფო დროშებს ძველ ადგილებში აბრუნებდნენ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, უკრაინის მოქალაქეებს ხერსონზე კონტროლის აღდგენა უკრაინულ ენაზე მიულოცა.
ზელენსკისს კიდევ ერთი ქალაქის გათავისუფლება სალომე ზურაბიშვილმააც მიულოცა.
უკრაინის პრეზიდენტი მოსახლეობას პირობას უდებს, რომ ყველა ქალაქამდე უკრიანელი სამხედროები მივლენ და მრავალთვიანი ოკუპაცია დასრულდება.
დღეს ისტორიული დღეა. ხერსონს ვიბრუნებთ. ამ დროისთვის ჩვენი დამცველები ქალაქის მისადგომებთან არიან. მაგრამ სპეცრაზმი უკვე ქალაქშია.
ხერსონელები ელოდნენ. ისინი არასოდეს თმობდნენ უკრაინას. უკრაინის იმედი ყოველთვის მართლდება - და უკრაინა ყოველთვის იბრუნებს საკუთარს.
და მაშინაც კი, როცა ქალაქი ჯერ კიდევ არ არის მთლიანად გაწმენდილი მტრისგან, თავად ხერსონელები უკვე აშორებენ ქუჩებიდან და შენობებიდან რუსულ სიმბოლოებს და ოკუპანტების ხერსონში ყოფნის ნებისმიერ კვალს.
ასე იყო ჩვენი დამცველების მიერ გათავისუფლებულ ყველა სხვა ქალაქში. ასე იქნება იმ ქალაქებში, რომლებიც ჯერ კიდევ ელოდებიან ჩვენს დაბრუნებას.
უკრაინა მივა თავის ყველა ხალხთან.
და მე მადლობას ვუხდი თითოეულ ჯარისკაცს და თავდაცვის ძალების თითოეულ ქვედანაყოფს, ვინც ახლა შესაძლებელს ხდის ამ შეტევით ოპერაციას სამხრეთში.
აბსოლუტურად ყველას - რიგითებიდან გენერლებით დამთავრებული. შეიარაღებული ძალები, დაზვერვა, ეროვნული გვარდია - ყველა, ვინც დღევანდელი დღე დააახლოვა ხერსონის ოლქის გათავისუფლებას". - ამბობს ზელენსკი.