ჯგუფები, რომლებიც დეგნანს აკრიტიკებენ, საქართველოს მთავარობასთან მჭიდრო კავშირში არიან - სენატორი

საქართელოში ამერიკის ელჩის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები სენატში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.
სენატორმა კარენ დონფრიდმა პირდაპირ თქვა, რომ ჯგუფები, რომლებიც კელი დეგნანს აკრიტიკებენ, საქართველოს მთავარობასთან მჭიდრო კავშირში არიან.
დონფრიდმა გადაჭრით აღნიშნა, რომ მსგავსი კრიტიკა ძირს უთხრის საქართველო-ამერიკის დიდხნიან პარტნიორობას.
ჩვენი ელჩის მიმართ გამოთქმულ აღმაშფოთებელ კრიტიკაზე მინდა გითხრათ, რომ ის არის შეერთებული შტატების ფანტასტიკური წარმომადგენელი საქართველოში. ამის შესახებ ჩვენ ვესაუბრეთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრემიერს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯგუფები მკაცრად და მცდარად აკრიტიკებენ ელჩს, არ არიან მთავრობის წარმოამდგენლები, მათ მჭიდრო კავშირი აქვთ მთავრობასთან. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ეს კრიტიკა ძირს უთხრის ჩვენს დიდხნიან პარტნიორობას“. - განაცხადა დონფრიდმა.
ამასთან, სენატორმა აღნიშნა, რომ "საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა შემაშფოთებელია":
ის, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ, ჩვენთვის ძალზე შემაშფოთებელია, რადგან ვნახეთ დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში" - აღნიშნა მან.