ოკუპანტი უკრაინას ახალ წელსაც ბომბავს - რუსული არმიის სამიზნე ისევ ენერგოინფრასტრუქტურაა

02.01.23 20:22
ოკუპანტი უკრაინას ახალ წელსაც ბომბავს - რუსული არმიის სამიზნე ისევ  ენერგოინფრასტრუქტურაა

ოკუპანტმა რუსეთმა 31 დეკემბრის ღამეს დაწყებული იერიში უკრაინაზე ახალ წელსაც გააგრძელა. ბომბები კიევის მიმართულებით სხვადასხვა რაიონებში ცვიოდა. მხოლოდ გუშინ უკრაინელებმა 44 ირანული დრონი მოიგერიეს.

ოკუპანტების სამიზნეს ისევ ენერგოინფრასტრუქტურა წარმოადგენს. დაიბომბა ჰერსონის ბავშვთა საავდმყოფოც. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

პარალელურად, ბომბები ცვიოდა ოკუპირებული დონეცკის  გარეუბნებშიც. მაკეევკაში შეტევა სამხედრო ბაზაზე განხორციელდა. რუსული მედიის ინფორმაციით, არის მსხვერპლი. ამას ადატურებს უკრაინაც. გარდაცვლილია 400 ოკუპანტი, 300 კი დაიჭრა.

ვინ დაბომბა დონეცკის ეს ნაწილი, უკრაინის გენშტაბი დუმს. 

რა ხდება უკრაინაში უფრო ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.