რუსი ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დნიპრშოში გარდაცვლილთა რაოდენობამ 18-ს მიაღწია

დნიპროში გარდაცვლილთა რაოდენობამ 18-ს მიაღწია. განახლებულ ინფორმაციას დნეპრის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო, ავრცელებს.
კვირა. დილის 6 საათის მონაცემებით 15 იანვარს დნეპრში გადარჩენილ იქნა 38 ადამიანი, მათ შორის, 6 ბავშვი. დაიღუპა 18, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია, ხოლო დაჭრილია 73 მოქალაქე.
ცეცხლის 3 კერა ჩაქრობილია. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები და საშიში კონსტრუქციების დემონტაჟი. - აღნიშნა რეზნიჩენკომ.