ტერაქტი, დივერსია თუ ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართობა - კიევი ტრაგედიის მიზეზებს ადგენს

ტერაქტი, დივერსია თუ ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართობა - უკრაინული სპეცსამახურები ავიაკასტროფის გამომწევ მიზეზებს ადგენენ. გამოძიება ყველა შესაძლო ვერსიაზე მუშაობს, საბოლოო პასუხი კი ვერტმფრენის შავი ყუთის ჩანაწერებმა უნდა გასცეს.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლის ინფორმაციით, ამ წუთებში ტრაგედიის ადგილზე ტერიტორიის გასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.
ჩვენ ვმუშაობთ სწრაფად, რომ მოხდეს ტერიტორიის გასუფთავება და გავაგრძელოთ სამძებრო ოპერაცია. ჩვენ ვადასტურებს შს მინისტრის და მისი მოადგილის გარდაცვალების ფაქტს. მეტი დეტალის თქმა მას შემდეგ შეგვეძლება, რაც საგანგებო სიტუაციების სამსახური მუშაობას დაასრულებს. 9 ადამიამი იმყოფებოდა ბორტზე, ყველა დაიღუპა. დანარჩენი გარდაცვლილები არიან ის მოქალაქეები, რომლებიც ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე იყვნენ. ახლა ჩვენ ვითვლით, რამდენი ბავშვი იყო ავიაკატასტროფის დროს საბავშვო ბაღში და რამდენის ევაკუაცია მოხერდება, - განაცხადა კირილ ტიმოშენკომ.
შეგახსენებთ, რომ ბროვარში ტრაგედია დღეს დატრიალდა. საგანგებო სიტუაციებისთვის განკუთვნილი ვერტმფრენი საბავშო ბაღის ეზოში ჩავარდა. უბედურ შემთხვევას უკრაინის შს მინისტრი და ბორტზე მყოფი ყველა წევრი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის 3 ბავშვია.
მძიმედ დაშავდა საბავშვო ბაღის 15 აღსაზრდელი.